ახმეტის მუნიციპალიტეტი

--

--

--

--

--

მთავარი

სპეციალური ავია– რეისი თუშეთში

განთავსდა: 20:05:2013
თუშეთიდან ქვემო ალვანში შტყობინება მოვიდა, რომ სოფელ დართლოში მცხოვრებ ალიოშა ომაიძესა და დავით ბასხაჯაურს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა და ერთი დღით დაგვიანებაც კი მათ სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაქარია ქინქლაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა ყველა ზომა მიიღეს ავადმყოფების გადასარჩენად. ავიაკომპანია „თუშთი“–ს კუთვნილმა მცირე ზომის შვეულმფრენმა, რომელსაც წარმოშობით ქვემო ალვნელი ზაურ ქორთოშიძე მართავდა ზაქარია ქინქლაძესა და ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად ოპერატიულად აიღო გეზი თუშეთისაკენ და მიუხედავად ურთულესი კლიმატური პირობებისა შუფერხებლად განახორციელა ეს სახიფათო ავიარეისი და ორივე ავადმყოფი გადმოიყვანა სამშვიდობოზე. ავადმყოფები ამჟამად თავს კარგად გრძნობენ. თუშეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვაჟა შაბალაიძე თუშეთის მცხოვრებთა და ავადმყოფების ოჯახის წევრების სახელით მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომელთაც უზრუნველყვეს ავიარეისის დაფინანსება და პირადად მიიღეს მონაწილეობა ავადმყოფების გადმოყვანაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული ობიექტების პრივატიზების მიზნით აცხადებს აუქციონს

განთავსდა: 14:05:2013
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული ობიექტების პრივატიზების მიზნით აცხადებს აუქციონს აუქციონზე გასაყიდად წარმოდგენილი იქნება: 1.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 1 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1252,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.054). საწყისი გასაყიდი ღირებულება -4507,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა- 1352,0 lari. “ბიჯის” ოდენობა-451,0 ლარი. 2.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 2 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1091,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.053). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3928,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა- 1178,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა--393,0 ლარი. 3.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 3 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1086,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.044). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3910,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა- - 1173,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა--391,0 ლარი. 4.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 4 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1042,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.056). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3751,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა- - 1125,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-375,0 ლარი. 5.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 5 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1044,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.052). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3758,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა- - 1127,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-376,0 ლარი. 6.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 6 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1057,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.051). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3805,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 1142,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა--381,0 ლარი. 7.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 7 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1068,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.046). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3845,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 1154,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-385,0 ლარი. 8.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 8 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1034,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.040). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3722,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 1117,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-372,0 ლარი. 9.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 9 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 11230 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.047). საწყისი გასაყიდი ღირებულება -4043,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 1213,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-404,0 ლარი. 10.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 10 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1078,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.045). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3881,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 1164,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-388,0 ლარი. 11.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 11 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1038,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.042). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3737,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 1121,0ლარი. “ბიჯის” ოდენობა-374,0 ლარი. 12.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 12 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1038,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.057). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3737,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 1121,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-374,0 ლარი. 13.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 13 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1058,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.041). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3809,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 1143,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-381,0 ლარი. 14.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 14 არასასოფლო–სამეურნეო მიწის 1017,0 კვ.მ. ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №50.11.36.058). საწყისი გასაყიდი ღირებულება -3661,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 1098,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-366,0 ლარი. 15.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 15 განაშენიანება 1269,0 კვ.მ. 4227,0კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო მიწით(საკადასტრო კოდი №50.11.36.050). საწყისი გასაყიდი ღირებულება -72415,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 21724,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-7242,0 lari. 16.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 16 განაშენიანება 897,0 კვ.მ. 1784,0კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო მიწით(საკადასტრო კოდი №50.11.36.049). საწყისი გასაყიდი ღირებულება-31195,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 9359,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-3120,0 ლარი. 17.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 17 განაშენიანება 461,0 კვ.მ. 2332,0კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო მიწით(საკადასტრო კოდი №50.11.36.061). საწყისი გასაყიდი ღირებულება-11525,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 3458,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-1153,0 ლარი. 18.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 18 განაშენიანება 802,0 კვ.მ. იყიდება მიწის გარეშე, სამშენებლო მასალებად (საკადასტრო კოდი №50.11.36.048). საწყისი გასაყიდი ღირებულება-24436,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 7331,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-2444,0 ლარი. 19.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 19 განაშენიანება 171,0 კვ.მ. იყიდება მიწის გარეშე, სამშენებლო მასალებად (საკადასტრო კოდი №50.11.36.062). საწყისი გასაყიდი ღირებულება-3078,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 923,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-308,0 ლარი. 20.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 20 განაშენიანება 413,0 კვ.მ. იყიდება მიწის გარეშე, სამშენებლო მასალებად (საკადასტრო კოდი №50.11.36.063). საწყისი გასაყიდი ღირებულება -17434,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 5230,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-1743,0 ლარი. 21.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 21 განაშენიანება 380,0 კვ.მ. 1677,0კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო მიწით(საკადასტრო კოდი №50.11.36.059). საწყისი გასაყიდი ღირებულება -30640,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 9192,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-3064,0 ლარი. 22.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე ობიექტი პირობითი № 22 განაშენიანება 34,0 კვ.მ. იყიდება მიწის გარეშე, სამშენებლო მასალებად (საკადასტრო კოდი №50.11.36.043). საწყისი გასაყიდი ღირებულება -612,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 184,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-61,0 ლარი. 23.ახმეტის ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა (საკადასტრო კოდი № 50.04.47.030) მდებარე ქ.ახმეტაში ბ.ჩოლოყაშვილის ქუჩაზე–განაშენიანება №1– 361კვ.მ. განაშენიანება №2– 123,2 კვ.მ. 2997,0კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო მიწით. საწყისი გასაყიდი ღირებულება-60525,0 ლარი. აუქციონის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის „ბე“ თანხა - 18158,0 ლარი. “ბიჯის” ოდენობა-6053,0 ლარი. აუქციონის ბილეთის ღირებულება 100 ლარი. აუქციონის პირობები: აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს ან იმ პირთა გაერთიანებებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყება 2013 წლის 14 მაისიდან და გაგრძელდება 2013 წლის 24 მაისამდე ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე აუქციონის ჩატარების დღეს 10 საათიდან 14 საათამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შემდეგ მისამართზე: ქ. ახმეტა ჩოლოყაშვილის ქ. № 49(მესამე სართული). აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთეbი: ა)დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი; ბ) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის ,,ბე“-ს შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი რომელიც შეტანილ უნდა იქნეს ს/ს ,,ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალში ანგ: № GE40LB0120113462310001. გ)მონაწილეობის ბილეთის ფასის შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი, რომელიც შეტანილ უნდა იქნეს ,,ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალში ანგ:№300543137 დ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე)სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში) აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია, ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყის ფასზე ,,ბიჯის“ დანამატით მიღებული თანხის) გადახდა. აუქციონი გაიმართება 2013 წლის 24 მაისს 15 საათზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ შემდეგ მისამართზე : ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქ. 49, ტელ: 8 (349)22-15-13. ინტერნეტ გვერდზე www.mayakhmeta.ge

ახმეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში „წიგნის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს

განთავსდა: 30:04:2013
30 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა ახმეტის კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად „წიგნის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ (მათე) ქავთარაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრია ხოხობაშვილი და ახმეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი კახა მამულაშვილი. საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა თენგიზ ჟანგირაშვილმა მოწვეულ სტუმრებს ახმეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების მოკლე ისტორია გააცნო. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ისაუბრეს წიგნის უცვლელ როლსა და მნიშვნელობაზე ადამიანთა ცხოვრებაში, მიუხედავად დღეს არსებული ტექნოლოგიური პროგრესისა. ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ჩანახატები, აგრეთვე, ცნობილი მწერლების გამონათქვამები წიგნების შესახებ. წიგნის „საიუბილეო“ საღამოს დასასრულს, გამგებლის მოადგილემ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მიულოცა „წიგნის საერთაშორისო დღე“ და მადლობა გადაუხადა სასიამოვნო საღამოსათვის. „– ბოლო წლებში, ახმეტაში, საბიბლიოთეკო გაერთიანებას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. დღეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 ბიბლიოთეკა გვაქვს, რომლებიც არ ფუნქციონირებენ, გადასახედია იქ არსებული „წიგნთა ფონდები“, ცუდ მდგომარეობაშია „წიგნის ფონდი“ცენტრალურ ბიბლიოთეკაშიც, განახლებაა საჭირო. ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ გამოსწორდეს დღევანდელი მდგომარეობა.“ – აღნიშნა თამაზ ქავთარაშვილმა.

ახმეტაში პროექტისთვის „ახალგაზრდული იდეა“ შესარჩევი კონკურსი ჩატარდა

განთავსდა: 25:04:2013
25 აპრილს, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერმა მარიამ ქობალიამ ფინანსურ მენეჯერთან მარიამ კახელიშვილთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში 16–დან 21 წლამდე ახალგაზრდებს შორის პროგრამისთვის „ახალგაზრდული იდეა“ შესარჩევი კონკურსი ჩაატარა. როგორც მარიამ ქობალიამ განმარტა, პროექტის მიზანია ახალგაზრდების წახალისება, რათა მათ ხელი შეუწყონ თანატოლების სამოქალაქო აქტივობას და მოხალისეობას საკუთარ თემში. მათ, როგორც აქტიურმა მოქალაქეებმა, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და კარგად გაიაზრონ თავიანთი როლი საზოგადოებაში. პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემის დემოკრატიულ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალგაზრდული კომიტეტი, რომელიც კონკურსის წესით შერჩეული შვიდი ახალგაზრდისაგან დაკომპლექტდება. შერჩეულ ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები. ისინი შეისწავლიან თუ როგორ გამოკვეთონ პრობლემები საკუთარ თემში და განსაზღვრონ პრიორიტეტები. შერჩეულ პრიორიტეტზე გამოცხადდება საგრანტო პროექტი. პროექტის თემატიკა ძირითადად მოიცავს განათლების, სპორტის, გარემოს დაცვისა და კულტურის სფეროებს. კომისიის წევრი ახალგაზრდები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ თანატოლების მიერ მომზადებული რომელი პროექტი დააფინანსონ. შერჩეული პროექტები „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის – ახალგაზრდული ბანკის“ მიერ დაფინანსდება. აღნიშნული პროექტი 29 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

იაპონიის ელჩი ჰიროკი ტოკუნაგა ახმეტაში

განთავსდა: 19:04:2013
19 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში გაიმართა იაპონიის მთავრობის მიერ ადამიანური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მდინარე ალაზანზე გაბიონების აშენების პროექტის საზეიმო გახსნა. ცერემონიას დაესწრო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჰიროკი ტოკუნაგა, რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელ თან ნოდარ მიქიაშვილთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბექა ბაიდაურთან და მის მოადგილეებთან ვაჟა ნასყიდაშვილთან და მათე ქავთარაშვილთან ერთად. მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა იაპონიის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ა.ა.ი.პ. „კახეთის“ მიერ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის მორიგი სტუმრობა ახმეტაში

განთავსდა: 16:04:2013
16 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრნენ საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის გამართულ რაიონულ პირველობას ფეხბურთში, სადაც 16 საჯარო სკოლის გუნდი იღებს მონაწილეობას. დეპუტატმა და მინისტრმა საკობიანოსა და ზემო ალვნის საფეხბურთო გუნდებს საჩუქრად ბურთები და სპორტული ფორმები გადასცეს. ზურაბ ზვიადაური და ლევან ყიფიანი ესტუმრნენ სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლასთან არსებულ ჭიდაობის დარბაზს, დაათვალიერეს და გაეცნენ არსებულ პრობლემებს. მინისტრმა მოჭიდავეებს საჩუქრად კიმონოები გადასცა.

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ახმეტაში

განთავსდა: 16:04:2013
16 აპრილს, გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „IAIZ–ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ წარმომადგენლებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაქარია ქინქლაძესთან, გამგებელთან ბექა ბაიდაურთან და ა.ა.ი.პ. „თუშეთის დაცული ლანდშაფტის“ ადმინისტრაციის დირექტორთან ერისტო (ზაზა) ლაგაზიძესთან. შეხვედრაზე იმსჯელეს თუშეთში არსებული ეროზირებული საძოვრების მდგრადი გამოყენების საკითხებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებსა და ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

განთავსდა: 16:04:2013
16 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან ნუკრი ღუბიანურთნ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახმეტის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელთან ვაჟა ხიზანიშვილთან ერთად შეხვდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებსა და ამხანაგობების წარმომადგენლებს. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მხარეებმა ისაუბრეს სოფლებში მექანიზაციასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე და აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოებული საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში შესრულებული და შესასრულებელი სამიწათმოქმედო სამუშაოების მდგომარეობაზე.

ფეხბურთი

განთავსდა: 15:04:2013
13 აპრილს, ქალაქ სიღნაღში გასვლითი შეხვედრა გამართა ახმეტის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა (ზ. ალვანი). ანგარიშით 4:0 გაიმარჯვეს ჩვენი რაიონის წარგზავნილებმა. * * * 12 აპრილს, ქალაქ თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში 1996–1997 წლებში დაბადებულთა შორის, ახმეტის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა ფრედ 2:2 დაამთავრა შეხვედრა „ნორჩ დინამოელთა“ გუნდთან. * * * 10 აპრილს, ქალაქ ახმეტაში გამართულ ჩემპიონატში, 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის, მასპინძლებმა ანგარიშით 3:0 დაამარცხეს თბილისის „ტორპედოს“ გუნდი.

ბერძნულ–რომაული ჭიდაობა

განთავსდა: 15:04:2013
12–15 აპრილს, ქალაქ რუსთავში გაიმართა ომარ გუგეშაშვილის სახელობის ქვემო ქართლის ღია პირველობა ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში, 2000–2001 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის. ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი (მწვრთნელი თამაზ ყიფიანი). ჩვენი რაიონის წარგზავნილთაგან ჩემპიონები გახდნენ: ახმედ ხანგოშვილი (26 კ.გ. წ.კ.), მუხმად ბორჩაშვილი (50 კ.გ. წ.კ.) და ისლამ ფარეულიძე (63 კ.გ. წ.კ.). მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ: ისლამ ალხანაშვილი (29 კ.გ. წ.კ.) და მუსა გუნაშაშვილი (20 კ.გ. წ.კ.), მესამე საპრიზო ადგილები კი წილად ხვდათ: ისლამ წუწაშვილს (46 კ.გ. წ.კ.), რამზან ბორჩაშვილს (50 კ.გ. წ.კ.), ზელიმხან მარგოშვილს (29 კ.გ. წ.კ.), მაგა წუწაშვილს (35 კ.გ. წ.კ.).

თავისუფალი ჭიდაობა

განთავსდა: 15:04:2013
13–14 აპრილს, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა დამსახურებული მწვრთნელის შალვა ბაგაურის ხსოვნისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირს, თავისუფალ ჭიდაობაში, 1999–2001 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის. ტურნირში მონაწილეობას იღებდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი. 23 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ბაჩო ხაშმელაშვილი. მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ: ნიკა შაშიაშვილი (42 კ.გ. წონითი კატეგორია), ზაქრო მიშიძე (35 კ.გ. წონითი კატეგორია) და გიორგი ბაკურაძე (23 კ.გ. წონითი კატეგორია).

ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო

განთავსდა: 15:04:2013
13–14 აპრილს ქალაქ გურჯაანში გაიმართა სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში, 1998–1999 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და გოგონებს შორის. ტურნირში მონაწილეობას იღებდა ახმეტის მუნიციპალიტეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლის გუნდი. ახმეტელთაგან ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა გიორგი სუხოშვილი (60 კ.გ. წონითი კატეგორია) ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ უშანგი ქიტესაშვილს (46 კ.გ. წონითი კატეგორია) და ელისო სისაურს (მძიმე წონა).

ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს შორის

განთავსდა: 13:04:2013
13 აპრილს, ქ. ახმეტაში, გიორგი ჯაფარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს შორის ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. შეჯიბრში მონაწილეობა რაიონის რვა სკოლის გუნდმა მიიღო (ქ. ახმეტის №1, №2, №3 საჯარო სკოლები/ მატნის №1 საჯარო სკოლა/ ქვ. ალვნის საჯარო სკოლა/ ზ. ალვნის №1 საჯარო სკოლა/ აწყურის საჯარო სკოლა/ დუმასტურის საბაზო სკოლა). გუნდები 6–კაციანი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი. თამაშში 24 შეკითხვა დაისვა. საბოლოოდ, I ადგილი, 11 სწორი პასუხით, ქ. ახმეტის №1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ჩემპიონატი პროექტის „ინტელექტის დღე“ ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად გაიმართა. გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები 11 მაისს, თბილისში, ფინალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტს „ინტელექტის დღე“ ახორციელებენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტრო და საქართველოს ინტელექტ–კლუბი.

ახმეტელებმა ტრადიციულად პატივი მიაგეს 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას

განთავსდა: 09:04:2013
9 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა მოადგილეებთან და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. აქვე, ღია ცისქვეშ, აღესრულა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. მოგვიანებით, ცერემონიის დასრულების შემდეგ, გიორგი ჯაფარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში ახმეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა თეატრალიზებული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა ახმეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ზაქრო ებელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში

განთავსდა: 08:04:2013
6–7 აპრილს, ახმეტაში გაიმართა ზაქრო ებელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში 1998–2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. ტურნირში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, თბილისის, ჭიათურის, ცაგერის, სამაჩაბლოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის ძიუდოისტები. წონითი კატეგორიების მიხედვით ახმეტელებმა დაიკავეს 4 – პირველი, 5 – მეორე და 5 – მესამე ადგილი. კერძოდ: მასპინძელთაგან ჩემპიონები გახდნენ: შაქრო შათირიშვილი, მიხეილ შათირიშვილი, ბაჩანა სარქისაშვილი და ბესლან კუშტანაშვილი. მე–2 ადგილი დაიკავეს: თორნიკე მაზიაშვილმა, გიორგი შათირიშვილმა, ისლამ ქავთარაშვილმა, გიორგი სუხოშვილმა და ლევან ლომიაშვილმა. მე–3 ადგილის მფლობელები გახდნენ: გიორგი ქიტესაშვილი, ლევან ებელაშვილი, ზურაბ ბაჩიაშვილი, ვალერ ვალაშვილი და ალიკა ბერძენაშვილი.
გვერდზე გადასვლა