სიახლეები

განცხადება საგრანტო კონკურსის შესახებ

ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია  „ელკანა“, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებით და  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს  პროექტს   „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა“.  პროექტის მიზანია კახეთის და იმერეთის რეგიონებში, სამიზნე ღარიბ და მოწყვლად თემებში სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების გაზრდა. დაინტერესებულ პირებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის და ტურიზმის განვითარების მიზნით 1000-დან 2000 დოლარამდე გრანტების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
2017 წლის თებერვლის თვეში  ჩატარდება  საკონსულტაციო შეხვედრები. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ შეხვედრებს და მიიღონ ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
კახეთი
ტელ: 599530319, 599582010 და 591195519
ფოსტა: epc-kakheti@elkana.org.ge

 

 

ახმეტის მეექვსე ბაღი ახალ შენობაში გადავიდა

ახმეტაში N6 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის  გამგებელმა ბექა ბაიდაურმა და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა აღსაზრდელებთან, აღსაზრდელთა მშობლებთან და  სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებთნ ერთად გახსნეს.
შენობაში, სადაც აღნიშნული საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა იყო მოძველებული ინფრასტრუქტურა,რაც  სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის  შეუსაბამო პირობებს ქმნიდა. დღეიდან კი ბაღის აღსაზრდელებს სრულიად განახლებულ , თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობებში შეუძლიათ სკოლამდელი განათლების მიღება. აღნიშნული ბაღის შენობის რეაბილიტაცია 35 000 ლარი დაჯდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა.DSC_0400 DSC_0402 DSC_0423 DSC_0426 DSC_0439

 

 

ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს თვეებში იწყება

დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრეს. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უპასუხეს დაინტერესებული საზოგადოების კითხვებს და გააცნეს, თუ თუ რა ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული გზის მშენებლობამ გარემოზე.
ახმეტა- თიანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო 30 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია უახლოეს თვეებში დაიწყება და დაახლოებით 2 წელიწადში დასრულდება.

გამგებლის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა

დღეს, 31 ოქტომბერს, მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობის მუშაობის გამჭირვალობისა და  მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების მიზნით ახმეტის კულტურის სახლში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რომელიც 2016 წელს განხორციელდა და ხორციელდება.
შეხვედრის დასასრულს გამგებელმა დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგნენ.

 

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი “ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო” იწყება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსს “ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო”.
კონკურსში მონაწილოება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფოტონამუშევარი უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, თანაცხოვრებას. ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს. თითოეული კონკურსანტისგან შესაძლებელია 3 ფოტოს მიღება.
კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათგან ერთი აპარატის Facebook გვერდზე დაფიქსირებული მოწონებების საშუალებით, ორს კი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ასევე, მოეწყობა 12 საუკეთესო ფოტოს გამოფენა და ამავე ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2017 წლის სამაგიდო კალენდრები.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მისამართზე: press@smr.gov.ge
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

საქართველოს მუნიციპალიტეტები