სიახლეები

,,საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის’’ პროგრამის შესახებ

გაცნობებთ,რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ,,საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის’’ პროგრამას, რომლის მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდა და საქართველოს საჯარო სკოლის  იმ მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა,რომლებიც ცხოვრობენ სკოლიდან მოშორებით და/ან რომლებსაც რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გათვალისწინებით(რაც შეიცავს გარკვეულ რისკებს)სკოლაში სიარული უწევთ ფეხით.
აღნიშნული სატრანსპორტი მომსახურების შესყიდვას მთელი საქართველოს მასშტაბით 2013 წლიდან ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.სამინისტროს სურვილია აღნიშნული მომსახურების განხორციელების დახვეწის, უფრო მოქნილი და ეფექტური მეზანიზმის შექმნისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით, პროგრ ამაში ჩაერთონ მგზავრთა გადაყვანის სფეროში გამოცდილების მქონე ადგილობრივი/რეგიონალური ბიზნეს-ოპერატორები,რაც თავის მხრივ უდაოდ ხელს შეუწყობს და პოზიტიურ გავლენას იქონიებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაზე.
საკონტაქტო ტელეფონი:2 200 220 (1273;1274;1461)
e-mail: sdzodzuashvili@mes.gov.ge

31 ოქტომბერს ახმეტის კულტურის სახლში გამგებლის ანგარიშის წარდგენა გაიმართება

2016 წლის 31 ოქტომბერს 15:00 საათზე, ახმეტის კულტურის სახლში გაიმარტება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის შეხვედრა ამომრჩევლებთან და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა.

 

 

 

,,ბიძინაობა 2016“

1 ოქტომბერს ახმეტაში ტრადიციულად სახალხო ზეიმი “ბიძინაობა” გაიმართა. ქალაქის ცენტრში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები,წარმოდგენილი იყო სახელოვნებო და შემეცნებითი სკოლის მიერ შექმნილი ნამუშევრები. სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულო, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მათთვის სასურველი კერძები. საზეიმო კონცერტის პარალელურად, წმინდანებად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელობის მშენებარე ეკლესიაში მათი სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.
ღონისძიების ფარგლებში საპატიო ახმეტელები გამოავლინეს.
ახმეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა – ზურაბ ზვიადაურს( დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიურ ჩემპიონი), ზვიად გოგოჭურს(ოქროს მედალოსანი პარაოლიმპიადაზე) და ლაშა ღულელაური (სპორტსმენი). მათ სპეციალური სიგელები გადასცეს.
“ბიძინაობა-2016″ საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ასევე ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა.
ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი, მოწვეული სტუმრები და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.








1 ოქტომბერს ქ. ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ,, ბიძინაობა – 2016 ‘’ – ის ღონისძიება გაიმართება

ღონისძიების სცენარი
10.00 – ბიძინა ჩოლოყაშვილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისის ჩატარება ჩოლოყაშვილების საგვარეულო ეკლესიაში საგალობლების ფონზე.
11.30 – ჭადრაკის ტურნირის გახსნა
12.00– ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა .
12.30- დოღი .
13.00 – მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და მოწვეული სტუმრების მიერ დღესასწაულის ოფიციალური გახსნა მილოცვით .
13.30- 16.00 ადგილობრივი ფოლკლორულ – ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი .
14.00- ქართული ჭიდაობის ტურნირის გახსნა .
14.30- მკლავჭიდის ტურნირის დაწყება .
15.00- 16.00 – კახური ტრადიციული სამზარეულოს კერძების დეგუსტაცია .
15.30 – ბაგირის გადაწევა .
16.00 – სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება .
17.00-19.00 – მოწვეული მომღერლების კონცერტი .
19.00-20.00 – ფოიერვერკი.
.

ჯანდაცვის მინისტრი ახმეტის მოსახლეობას შეხვდა

დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელმაც  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან  ერთად  დაათვალიერა ახმეტაში არსებული სამედიცინო დაწესებულება და გაესაუბრა  მედპერსონალს.
დავით სერგეენკო მედპერსონალს და მოქალაქეებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებზე ესაუბრა. მინისტრმა შეკრებილების კითხვებსაც უპასუხა და მათგან სხვადასხვა საკითხებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.

კულტურის სახლში სპექტაკლი ,,ციხე-დარბაზი’’ ჩატარდა

ახმეტის კულტურის სახლში ჩატარდა სპექტაკლი ,,ციხე-დარბაზი’’. სპექტაკლში მონაწილეობდნენ  ახმეტის კულტურის ცენტრთან არსებული სასწავლო თეატრალური წრის მოსწავლეები.

ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში კონცერტი ჩატარდა

18 სექტემბერს, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, ახალი  სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ახმეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება ჩატარდა.

სოფელ მატანში შ.პ.ს ,,ჯეოსელი“-ს ანძის მშენებლობასთან დაკავშირებით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა

    2016 წლ ის  16 სექტემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა – სოფ.მატანში შ.პ.ს  ,,ჯეოსელი“-ს ანძის მშენებლობასთან დაკავშირებით . სხდომას ესწრებოდნენ  ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები, შ.პ.ს ,,ჯეოსელი“-ს  წარმომადგენლობა და სოფ.მატანის მოსახლეობა. სხდომაზე  უფლებამოსილი პირების მიერ გამოკვლეულ იქნა ყველა ის გარემოება, რომელიც წინ უძღოდა შ.პ.ს ,,ჯეოსელი“-სათვის  მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემას. გამგეობის მიერ სხდომაზე ასევე განხილულ იქნას შ.პ.ს ,,ჯეოსელი“- სათვის  ალტერნატიული ფართის შეთავაზების საკითხი.
  შეგახსენებთ, რომ ამჟამად მშენებლობის ნებართვა შეჩერებულია გამგებლის ბრძანებით, ხოლო   ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტის გამოყენებით მოახერხოს სოფ.მატანის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

საქართველოს მუნიციპალიტეტები