პროექტები

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს გზის მოასფალტება

პანკისის ხეობაში სოფელ ომალოს გზის მოასფალტების სამუშაოები 2014 წლის მაისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა. განხორციელებული სამუშაოების ღირებულებამ 810 007 ლარი შეადგინა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

დუისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

დუისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2014 წლის ივნისში დაიწყო და ამავე წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 20 726 ლარი შეადგინა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პირველი ეტაპი

ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პირველი ეტაპი 2014 წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 169 850 ლარი შეადგინა.

ყვარელწყლის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

 ყვარელწყლის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2014 წლის ივნისში დაიწყო და ამავე წლის სექტემბერში დასრულდა. საბავშვო ბაღის რეაბილიტაციამ 14 207 ლარი შეადგინა. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სოფელ საკობიანოს მინი სტადიონის მშენებლობა

საკობიანოს  მინი სტადიონის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და ამავე წლის აგვისტოში დასრულდა. სტადიონის მშენებლობის ღირებულება 28 542 ლარს შეადგენს. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შედგა.

საქართველოს მუნიციპალიტეტები