ახმეტის მუნიციპალიტეტში 2015 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით.

1. დაგეგმილია სოფელ ქვემო ალვანის სასმელი წყლის მაგისტრალისა და ურდულების რეაბილიტაცია, რომლისთვისაც რეგიონალური განვითარების ფონდიდან 120 000 ლარი გამოიყო;
2. მოეწყობა სოფელ ზემო ალვანის სასმელი წყლის მაგისტრალი, რისთვისაც 163 119 ლარია განსაზღვრული;
3. დაგეგმილია სოფელ ზემო ალვანში არსებული სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობა. პროექტის ღირებულება შეადგენს 409 018 ლარს;
4. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ კასრისწყალის მისასვლელ გზას. პროექტის ღირებულება 300 000 ლარი;
5. მოხდება სოფელ მატანის შიდა საუბნო გზის მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით. პროექტისათვის გამოყოფილია 410 300 ლარი;
6. ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება ქ.ახმეტაში მამიაურის ქუჩა. პროექტის ღირებულება 59 300 ლარი;
7. ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება ქ.ახმეტაში ჯავახიშვილის ქუჩა. პროექტისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 220 600 ლარი გამოიყო;
8. ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება ქ.ახმეტაში სააკაძის ქუჩა. პროექტის ღირებულება 330 800 ლარი;
9. მოხდება სოფლების მაღრაანი- არგოხი დამაკავშირებელი გზის მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 263 000 ლარს შეადგენს;
10. დაგეგმილია სოფლების დუისი – ომალო დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 96 500 ლარია;
11. ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება ქ.ახმეტაში ტაბიძის ქუჩა. პროექტის ღირებულება 93 900 ლარი;
12. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება. პროექტისათვის გამოყოფილია 200 000 ლარი;
13. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ჯოყოლოს საბავშვო ბაღს. პროექტის ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს;

საქართველოს მუნიციპალიტეტები