ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი “ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო” იწყება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსს “ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო”.
კონკურსში მონაწილოება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფოტონამუშევარი უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, თანაცხოვრებას. ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს. თითოეული კონკურსანტისგან შესაძლებელია 3 ფოტოს მიღება.
კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათგან ერთი აპარატის Facebook გვერდზე დაფიქსირებული მოწონებების საშუალებით, ორს კი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ასევე, მოეწყობა 12 საუკეთესო ფოტოს გამოფენა და ამავე ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2017 წლის სამაგიდო კალენდრები.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მისამართზე: press@smr.gov.ge
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

საქართველოს მუნიციპალიტეტები