ჩვენს შესახებ

მოგესალმებით, გთხოვთ წაიკითხოთ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია

ახმეტის მუნიციპალიტეტი

          ახმეტის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. 1951 წლიდან ცალკე რაიონია, 1963-1964 შეუერთეს თელავის რაიონს.
          1964 წლის აგვისტოდან კვლავ გამოიყო ახლანდელ საზღვრებში. დასავლეთით ესაზღვრება დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით თელავის მუნიციპალიტეტი და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი.

რუკა | ერთეულები

ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია ერთი ქალაქი – ახმეტა და107-მდე
სოფელი.ახმეტის მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციული ერთეულია:
1. ქალაქ ახმეტის ადმინისტრაციული ერთეული – ქალაქი ახმეტა, სოფელი ბუღანი, სოფელი ქვემო ჩოფჩაური;
2. მატნის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი მატანი;
3. საკობიანოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბაყილოვანი, სოფელი
დედისფერული, სოფელი კუწახტა, სოფელი საკობიანო, სოფელი ქორეთი, სოფელი
ყვარელწყალი, სოფელი ხევისჭალა;
4. დუისის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი დუისი, სოფელი წინუბანი;
5. ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბირკიანი, სოფელი ძიბახევი, სოფელი ჯოყოლო;
6. ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი დუმასტური, სოფელი ზემო
ხალაწანი, სოფელი ქვემო ხალაწანი, სოფელი შუა ხალაწანი;
7. ზემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ზემო ალვანი, სოფელი
ხორბალო;
8. ქვემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბაბანეური, სოფელი ქვემო
ალვანი;
9. მაღრანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი არგოხი, სოფელი მაღრანი, სოფელი ფიჩხოვანი;
10. ოჟიოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ალავერდი, სოფელი კოღოთო, სოფელი ოჟიო;
1. ზემო ხოდაშენის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი აწყური, სოფელი
ახალდაბა, სოფელი ზემო ხოდაშენი, სოფელი ჩაბინანი, სოფელი ჩარექაული, სოფელი
ხველიანდრო, სოფელი ხორხელი;
12. ქისტაურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი არაშენდა, სოფელი
ახალშენი, სოფელი ახშანი, სოფელი ახშნის ველები, სოფელი ინგეთი, სოფელი კოჯორი, სოფელი ოსიაური, სოფელი საჩალე, სოფელი ქისტაური;
13. კასრისწყალის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი კასრისწყალი;
14. თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი აგეურთა, სოფელი
ალისგორი, სოფელი ბასო, სოფელი ბეღელა, სოფელი ბიქუურთა, სოფელი ბოჭორნა, სოფელი ბუხურთა, სოფელი გირევი, სოფელი გოგრულთა, სოფელი გუდანთა, სოფელი
დადიკურთა, სოფელი დანო, სოფელი დართლო, სოფელი დაქიურთა, სოფელი დიკლო, სოფელი დოჭუ, სოფელი ეთელთა, სოფელი ილიურთა, სოფელი იფხორი, სოფელი
ვაკისძირი, სოფელი ვერხოვანი, სოფელი ვესტმო, სოფელი ვესტომთა, სოფელივეძისხევი, სოფელი თუშეთის საბუე, სოფელი ინდურთა, სოფელი ინწუხი, სოფელი
კვავლო, სოფელი კოკლათა, სოფელი ნაციხარი, სოფელი ომალო,სოფელი ომალო,
სოფელი ორციხე, სოფელი ჟველურთა, სოფელი საგირთა, სოფელი საჩიღლო, სოფელი
ტბათანა, სოფელი ფარსმა, სოფელი ქუმელაურთა, სოფელი ცოკალთა, სოფელი შენაქო, სოფელი შტროლთა, სოფელი ჩიგლაურთა, სოფელი ჩიღო, სოფელი წარო, სოფელი ჭალა, სოფელი ჭერო, სოფელი ჭეშო, სოფელი ჭონთიო, სოფელი ხახაბო, სოფელი ხისო, სოფელი ჯვარბოსელი, სოფელი ჰეღო;
15. შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბუხრები, სოფელი
ვეძები, სოფელი ნადუქნარი, სოფელი საბუე, სოფელი შახვეტილა, სოფელი ჩაჩხრიალა, სოფელი ჭართალა, სოფელი ჯაბური.“

ჩვენი ისტორია

          მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო -გამგებელი.
წამყვანი დარგებია მევენახეობა, მემარცვლეობა, სარძევე მეცხოველეობა და მეცხვარეობა. მისდევენ მეხილეობას, მებოსტნეობას, მეაბრეშუმეობას. მრეწველობის დარგებიდან მთავარია ხე-ტყის დამუშავება და კვების მრეწველობა. რაიონის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. ახმეტის მუნიციპალიტეტის 80 26 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია, მუნიციპალიტეტის 91 20 ჰა კი ტყითა დაფარული. ტერიტორის უდიდესი ნაწილი გარშემორტყმულია მაღალი ქედებითა და მთებით: თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი, კახეთის კავკასიონის საწყისი მონაკვეთი და მათთან დაკავშირებული ქედები: პირიქითი, აწუნთის, მაკრატელას, კახეთის, გომბორის, ტბათანის, ნაქერალის და სპეროზის. უფრო მცირე ოროგრაფიული ერთეულებია თუშეთის ქვაბული, პანკისის ხეობა და ალაზნის ვაკის მონაკვეთი. პირიქითა ქედზე აღმართულია მწვერვალები: ტებულოს მთას, დიკლოსმთა, ქომიტო, დანოსმთა, ყვავლოსმთა, ჭეშოსმთა, კურკუმასწვერი, ქაჩუ პატარა და შავი ქვიშა, ხოლო დასავლურ მონაკვეთზე პირამიდის ფორმიანი ტებულოს მთა, ასევე ამღა (3840 მ), აწუნთა (3431 მ), ცივა (362 მ), მაკრატელა (3106 მ), სამრულისმთა (3482 მ), უსახელო მწვერვალი (3279 მ), ქოჩარა (311 მ), გარეჯა (2496 მ), რომელიც კახეთის ქედის უმაღლესი მწვერვალია. უღელტეხილები: ტებულო, ქაჩუ, ქერიღო. მყინვარები: აღმოსავლეთ დიკლო და დასავლეთ დიკლო. მდინარები: პირიქითი ალაზანი და თუშეთის ალაზანი მრავალი შენაკადებით, ასევე, წიფლოვნისწყალი და სამყურისწყალი, ილტო, ანდის ყოისუ. ახმეტის მუნიციპალიტეტისტერიტორია უნიკალურია ბუნებრივი პირობების თვალსაზრისით. აქაური ფაუნა, ფლორა, შიდა წყლები და რთული რელიეფური პირობები თვალისმომჭრელია მნახველისათვის.აქაურ მიწებზე სამი სახელმწიფო ნაკრძალია: ბაწარა – ბაბანეურის, ილტოს აღკვეთილი,თუშეთის. ნაკრძალები განთქმულია თავისი სილამაზით, უნიკალური და იშვიათი ტყითა და ფაუნით.
          ახმეტის ჩრდილოეთით მდებარეობს VI ს სამნავიანი ბაზილიკა „ღვთაება“, რომელიც წყაროებში იხსენიება, როგორც ერთ-ერთი ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი.ახმეტა, როგორც მნიშვნელოვანი დასახლება, იხსენიება XVII ს 40-იანი წლებიდან. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ახმეტა განთქმული იყო საუკეთესო ღვინით. ლეკიანობის დროს ახმეტაში ხშირად იმართებოდა.1812 წლის 31 იანვარს ახმეტაში რუსეთის საეგზეკუციო რაზმი ჩავიდა. ახმეტელებმა განგაში ატეხეს და რაზმი განდევნეს.ეს გახდა ნიშანი მთელ კახეთში აჯანჯების დაწყებისა.1971 წელს დამუშავდა ქალაქის გენერალური გეგმა (არქიტექტორი რ. ხატიაშვილი, ეკონომისტი ჯ. ძაძუა).
          ახმეტა ქალაქად 196 წელს გამოცხადდა. ქალაქი ძირითადად სამი მთავარი უბნისაგან შედგება: უტო, ჟალური და სათიანო, თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი ისტორია აქვს. ჟალური მე-17 საუკუნის დასახლება, სათიანო კი შედარებით გვიანდელი. რაც შეხება უტოს, ამ უბანში ცხოვრობდა ბახტრიონის ცნობილი აჯანყების (1659წ.) მეთაური ბიძინა ჩოლოყაშვილი. აქ დღესაცა შემორჩენილი დიდი მამულიშვილის საცხოვრებელი სახლის მცირე ნაწილი, გალავანი და კარის ეკლესია, რომელიც დღემდე მოქმედია. მუნიციპალიტეტში ხუროთმოძღვრების ბევრი ძეგლია, მათ შორის, თავდაცვითი მნიშვნელობისა: ბახტრიონის ციხე, კვეტერა.
          იოსებ ალავერდელის მიერ დარსებული ალავერდის საკათედრო ტაძარი, (მისი სიმაღლე 50 მ-ზე მეტია. ალავერდი XI ს-დან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედ იქცა.) მატნის ცხრაკარას მონასტერი, ცხრაკარას სასახლის კომპლექსი,– წმ. გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის თეთრი გიორგის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და დამხმარე ნაგებობანი. ეკლესია და გალავანი განეკუთვნება X-XII ს , სამრეკლო – XVI სა, ხოლო დამხმარე ნაგებობები – XIX-XX ს-ის მიჯნაზეა აშენებული.მუნიციპალიტეტში 34 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 8 ბიბლიოთეკა, 2 კულტურის სახლი და 4 მუზეუმია.

საქართველოს მუნიციპალიტეტები